2024 წლის 5 მარტი, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგე) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ლიზე ბექს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა დანიელი პარლამენტარების საქართველოში სტუმრობას, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მიმართ დანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას.
ხაზი გაესვა დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას საქართველოში, რამაც თვისობრივად ახალ ნიშნულზე გადაიყვანა ორმხრივი თანამშრომლობა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დანიის მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საპარლამენტო დელეგაციამ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ პარლამენტარებს გააცნო საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა და პროგრესი.
დანიელმა კანონმდებლებმა, თავის მხრივ, დაადასტურეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ შეუქცევადი მხარდაჭერა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა