პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი: „სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.
გარდა ამისა, გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტი. პროექტი წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ყველაზე ამბიციურ აქტივობას ევროკავშირის სამეზობლოში.“
უახლესი