დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციები მზარდია

საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციები მზარდია

27-06-2024 12:00:00

2024 წლის მაისში საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 803 495 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი კი წინა თვესთან შედარებით 7%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 26%-იან ზრდას აჩვენებს. 
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული  საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციებმა მაისში 5 639 452 ერთეული შეადგინა, რომლის დროსაც 803 495 000 ლარის ტრანზაქცია დაფიქსირდა. 

საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებში პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით გადახდები ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, მაისში საზღვარგარეთ ბანკომატებიდან 73 138 ერთეული ოპერაცია განხორციელდა, რომელმაც მთლიანობაში 69 034 000 ლარი მოიცვა. ხოლო პოს-ტერმინალების, იმპრინტერებისა და ინტერნეტის ბალანსზე 5 566 314 ერთეული ოპერაცია და მთლიანობაში ამ არხებში გატარებული 734 461 000 ლარია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული  საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციები მზარდია, როგორც ტრანზაქციების რაოდენობის ისე გატარებული თანხების მოცულობის მიხედვით. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები