„საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში მიმდინარეობს დასკვნის მომზადება. ვენეციის კომისია დასკვნაში ასევე გაითვალისწინებს იმ ახალ ცვლილებებსაც, რომელიც ბიუროზე დღეს გამოდის და რომლის განხილვასაც კომიტეტი დაიწყებს. ვენეციის კომისიის სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება და შესაბამისად, დასკვნასთან ერთად გვექნება ამ ცვლილებების საკომიტეტო განხილვის შესაძლებლობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ვენეციის კომისიაში გაგზავნილია „საარჩევნო კოდექსში" ცვლილება, ასევე, ანტიკორუფციულო ბიუროსთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით დებულებები.
„ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ დასკვნა იქნება დეკემბრის დასაწყისში, რადგან როგორც წესი, სხდომა ამ დროს იმართება ხოლმე. ამ პერიოდამდე ვენეციის კომისია კომუნიკაციაში იქნება საპარლამენტო ფრაქციებთან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი დასკვნას ვერ მოამზადებენ, რადგან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა