დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტირების სურვილი, მიანიშნებს, რომ ჩვენი საბანკო სექტორი ჯანსაღია - გიორგი ღაღანიძე

საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტირების სურვილი, მიანიშნებს, რომ ჩვენი საბანკო სექტორი ჯანსაღია - გიორგი ღაღანიძე

24-06-2024 18:13:00

საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტირების სურვილი, მიანიშნებს, რომ ზოგადად ჩვენი საბანკო სექტორის მდგომარეობა ჯანსაღი და მიმზიდველია, - განაცხადა  თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ კრედო ბანკის მიერ Symbiotics Investments-ისგან 36 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვის შეფასებისას.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური ვითარება ჯანსაღია და ეს აისახება სხვადასხვა მაჩვენებლებში. აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარების საფუძველი საკმაოდ ნორმალური გვაქვს.

„ახლახან ცნობილი გახდა, რომ $13 მილიონი მოიზიდა „კრედო ბანკმა“, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველია? აქ ჩვენ ორ მნიშვნელოვან მომენტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, „კრედო ბანკი“ არის არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. მცირე ზომის ბანკიც რომ ინარჩუნებს მიმზიდველობას და საერთაშორისო ინვესტორს სურს განახორციელოს ინვესტიცია, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ მთელ საბანკო სისტემას უყურებენ როგორც სტაბილურს, ხოლო ყველა ინვესტორს კაპიტალდაბანდების თავისი მოტივი აქვს, ნაწილი მცირე ინვესტიციებზეა მოტივირებული, ხოლო ნაწილს მსხვილი ინვესტიცია აინტერესებს. ამდენად, თავისთავად ეს მოვლენა ძალიან დასაფასებელია და მნიშვნელოვანი, რაც მიანიშნებს, რომ ზოგადად საბანკო სექტორის მდგომარეობა ჯანსაღია და მიმზიდველი, რადგან თუ ნდობა არ არის აქ ფულს არავინ არ ჩადებს“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები