დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საექსპორტო ბაზრებზე ქართული ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა მზარდია

საექსპორტო ბაზრებზე ქართული ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა მზარდია

19-11-2024 10:00:00

ქვეყნიდან ნატურალური წვენების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 14,682.07 ათასი დოლარის ღირებულების 9,999.39 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-იან ზრდას ნიშნავს, რადგანაც 2023 წლის 9 თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე 8,893.96 ტონა წვენები გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია. სწორედ ამერიკაში გავიდა წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული წვენების 26%-ი. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:

  • აშშ - 2,596.40 ტონა,
  • ისრაელი - 1,837.53 ტონა,
  • ავსტრალია - 1,311.39 ტონა,
  • გერმანია - 742.61 ტონა,
  •  სომხეთი - 615.94 ტონა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოების პარალელურად, მისი საექსპორტო არეალიც ფართოვდება. 2024 წელს ნატურალური წვენებს ექსპორტი საქართველოდან 39 საექსპორტო ბაზარზე გავიდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები