დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბაჟო გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

19-08-2023 12:55:20

,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს", - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ - ,,თბილისის აეროპორტის“ უფლებამოსილმა მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე (არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზღვრის გადამკვეთი მგზავრი სხეულში ან სხეულზე – მალავდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს) ბრაზილიის მოქალაქის მიმართ (ა.მ.) ინდივიდუალური გასაუბრების, ასევე კუთვნილი ხელბარგის, ფიზიკური და სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული, 1 კილოგრამი და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი” აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები