საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და სიახლეებს.
ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნენ და იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ტექნოლოგიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო, რომლის მეშვეობითაც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. ეს ის მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის შესახებაც სასურველია კერძო სექტორი და ზოგადად მოსახლეობა წინასწარ ინფორმირებული იყოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მსხვილ დამსაქმებლებს, მზადაა ხელი შეუწყოს ასოციაციის წევრებს შორის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
უახლესი
13 საათის წინ
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა13 საათის წინ
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში რომელი პროდუქტები გაიაფდა