2 დეკემბრიდან, რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ახალ პირდაპირ ავიარეისს ამატებს და სანტ-პეტერბურგიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაცია „პულკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურმა გაავრცელა. სანკტ-პეტერბურგი-ქუთაისი-სანტ პეტერბურგის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს.
Red Wings-მა 28 ნოემბრიდან ასევე გაზარდა პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა და დღეისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.
ფრენის ხანგრძლივობა პეტერბურგიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით 4 საათი 5 წუთია.
სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც. ავიაკომპანია თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის პირდაპირი რეისების განხორციელებას 10 დეკემბრიდან აპირებს.
თბილისსა და პეტერბურგს შორის რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
უახლესი
9 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს11 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა13 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება