2024 წლის პირველ ორ თვეში, რუსეთის ფედერაციაში გაკოტრებული იურიდიული პირების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 60%-ით გაიზარდა.
როგორც Report Kommersant-ზე დაყრდნობით იუწყება, იანვარში რუსეთში 571 კომპანია გაკოტრდა, თებერვალში - 771. 2023 წელს შესაბამისად 364 და 478 კომპანია. ამრიგად, 2024 წლის იანვარში ზრდამ დაახლოებით 57% შეადგინა, ხოლო თებერვლისთვის - 61%.
კომპანიების გაკოტრების მაჩვენებელმა ქვეყანაში 2021 წლის შემდეგ პირველად დაიწყო ზრდა. იურისტების აზრით, გასული წლის მორატორიუმის ეფექტი გაკოტრებაზე ამოწურულია და ახლა უნდა ველოდოთ გადახდისუუნარო კომპანიების რაოდენობის ზრდას.
უახლესი
9 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს28 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”