დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 11.3%-ი, ხოლო ექსპორტში 12.3%-ია - იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა

რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 11.3%-ი, ხოლო ექსპორტში 12.3%-ია - იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა

19-09-2023 11:05:13

რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 11.3%-ი, ხოლო ექსპორტში 12.3%-ია.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება რუსეთს, როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რუსეთში ექსპორტის ზრდამ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.3%-ი შეადგინა.

რაც შეეცდება იმპორტს 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 644.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 225.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 190.1 მლნ. აშშ დოლარი).

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 14.7%-ითაა გაზრდილი. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები