რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვა, საქართველოში ხორბლის შემოტანაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც ქვეყანა რუსეთიდან რბილი კატეგორიის ხორბალს ყიდულობს. როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს, რომელიც პურის წარმოების ინდუსტრიაში გამოიყენება და საქართველოშიც იმპორტირება.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტება 1-ელი დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვის დადგენილების პროექტის შესახებ
გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან იკრძალება მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტი, გარკვეული დაბნეულობა და აჟიოტაჟი გამოიწვია .
ასოციაცია განმარტავს, რომ დადგენილების პროექტი ეხება მხოლოდ მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ( კოდი 1001 11 და 1001 19), რომლის გამოყენების სფეროა მაკარონის წარმოება, აღნიშნული კატეგორიის ხორბალი შეადგენს რუსეთის ხორბლის მთლიანი მოსავლის 1 % ს ).
აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს რომელიც გამოიყენება პურის ინდუსტრიაში და რომელიც შემოდის საქართველოში. აქედან გამომდინარე არავითარი გავლენა ამას საქართველოს ბაზარზე არ ექნება.
გვინდა აქვე განვმარტოთ, რომ საქართველოში დღეს არსებობს 2 თვეზე მეტი მოხმარების ხორბლის მარაგი და იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდება შეუფერხებლად , შესაბამისად ამ მხრივ სრულად დაცულია სასურსათო უსაფრთხოება“, - აცხადებენ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაციაში.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა