დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს

10-05-2023 14:14:02

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2023 წლის 15 მაისიდან აუქმებს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის ფედერაციაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი:

საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, ასევე მეზღვაურის პასპორტი. სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამუშაოს ან სწავლის მიზნით რუსეთში შესვლისთვის, ვიზა მაინც იქნება საჭირო.

ვლადიმერ პუტინმა ასევე დაუშვა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენები, რომელიც თავად 2019 წელს აკრძალა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 წუთის წინ

23 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები