დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რთველის დაწყებამდე სად ყიდულობს საქართველო ყურძენს

რთველის დაწყებამდე სად ყიდულობს საქართველო ყურძენს

30-07-2024 01:30:00

ქვეყანაში ყურძნის იმპორტი 15%-ითაა შემცირებული. 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1,772.03 ტონა ყურძენი იყიდა, რაშიც 2,707.26 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის პირველ ნახევარში კი ქვეყანამ 2,077.34 ტონა ყურძენი იყიდა.

6 ვის მაჩვენებლებით საქართველოსთვის ყურძნის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა სომხეთია, ხოლო შემდეგ მოდის ირანი და უზბეკეთი.

  • სომხეთი - 551.57 ტონა,
  • ირანი -  434.30 ტონა,
  • უზბეკეთი - 289.02 ტონა,
  • თურქეთი - 199.39 ტონა,
  • ჩინეთი - 171.65 ტონა.

2023 წელს საქართველოში ყურძნის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანამ 5,067.84 ტონა ყურძენი იყიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 5,910.55 ათასი დოლარი გავიდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები