დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რთველი 2023 -კახეთში 107 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

რთველი 2023 -კახეთში 107 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

21-09-2023 14:00:31

21 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათას ტონა ყურძენი, აქედან, 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს.

ამასთან ერთად, გრძელდება კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 220 კომპანია.

რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც  რთველის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები