დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Rothschild-ის მმართველი დირექტორი საქართველოს განვითარების ფონდს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობას დაპირდა

Rothschild-ის მმართველი დირექტორი საქართველოს განვითარების ფონდს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობას დაპირდა

26-10-2023 10:00:11

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Rothschild“-ის მმართველი  დირექტორი ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდი „საქართველოს განვითარების ფონდს“ ეწვია.

საქმიან შეხვედრას ფონდის მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი,  სამეთვალყურეო საბჭოს თვამჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია და საბჭოს წევრი ნანა ადეიშვილი ესწრებოდნენ. „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტმა „Rothschild“-ის მმართველ  დირექტორს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. 

ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით,  ფონდის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები