დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი პროდუქტების ფასები გაიზარდა წლიურ ჭრილში

რომელი პროდუქტების ფასები გაიზარდა წლიურ ჭრილში

03-06-2024 11:51:00

2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა. საქსტატის მიერ მომზადებული სამომხმარებლო ფასების დეტალური წლიური ინდექსების მიხედვით, წლიიურ ჭრილში ყველაზე მეტად ნიორი გაძვირდა. 

გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომელთა ფასებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიზარდა.

(სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები საქართველოში - წინა წლის შესაბამისი თვე=100)

  • ნიორი - 198,96
  • მწვანილი - 167,82
  • ატამი - 166,07
  • ვაშლი - 165,26
  • ქლიავი - 156,70
  • ჭარხალი - 154,62
  • მსხალი - 131,77
  • ბენზინი - 131,66
  • მანდარინი - 129,77
  • ყურძენი - 126,98

საქსტატის მონაცემების მიხედვით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ასევე ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების სერვისების ფასების კორექტირება,: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ღამის გასათევით მომსახურებასა (11.0 პროცენტი) და საზოგადოებრივ კვებაზე (7.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.5 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (38.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-5.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.1 პროცენტი).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები