დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი პროდუქტების ფასები და სერვისების ტარიფები გაიაფდა - სტატისტიკა

რომელი პროდუქტების ფასები და სერვისების ტარიფები გაიაფდა - სტატისტიკა

03-10-2024 19:00:00

2024 წლის სექტემბერში ყველაზე მეტად კავშირგაბმულობის ჯგუფის ტარიფებმა დაიკლო. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში 2023 წლის სექტემბერთან შედარებით კავშირგაბმულობის ჯგუფში ტარიფები 12.8%-ით შემცირდა. იგივე კავშირგაბმულობის ჯგუფის ფასების 2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა. 

„ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა“, - განმარტავენ საქსტატში.

მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის სექტემბერთან შედარებით ფასების შემცირება ფიქსირდება საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში. საანგარიშო პერიოდში ამ ჯგუფში ფასების კლებამ 2,9%-ი შეადგინა. 1,5%-იანი კლებაა ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელის ჯგუფში ფასებმა წლიურ ჭრილში 1,4%-ით დაიკლო, ხოლო დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში 1,1%-ით.

რაც შეეხება სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს აქ სექტემბერი სექტემბერთან შედარებით ფასების კლება 0,3%-ზეა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა.

 

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები