დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ქვეყნების მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან

რომელი ქვეყნების მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან

23-04-2023 10:30:04

2023 წელს პირველ კვარტალში საქართველოდან 55 უცხოელი გააძევეს.

როგორც შსს-ს საიტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოდან გაძევების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველო უცხო ქვეყნების 55 მოქალაქეს დაატოვებინეს.

ირკვევა, რომ 2023 წლის პირველ სამ თვეში ქვეყნიდან გაძევებულთა 24%-ი აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ.

2023 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი -13,

ინდოეთი - 10,

ირანი -8,

ბანგლადეში - 7,

ეგვიპტე - 3,

მარიკო - 2,

ნიგერია - 2,

ტოგო - 2 და სხვა.

2022 წელს საქართველოდან 165 უცხოელი გააძევეს. 

საქართველოდან უცხოეთის მოქალაქეების გაშვება რეგულირდება „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის“ მიხედვით, რომლის მიხედვითაც უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. მისი აღსრულება შესაძლებელია განხორციელდეს ესკორტით ან ესკორტის გარეშე, საზღვაო, სახმელეთო ან საჰაერო გზით.

უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:

1) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში;

2) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი;

3) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/ და საზოგადოებრივ წესრიგს;

4) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

5) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

6) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა;

7) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ;

8) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.

იმ შემთხვევაში, თუ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში უცხოელი გამოთქვამს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების სურვილს, მას, შეძლებისდაგვარად, უნდა მიეცეს ამის საშუალება.

უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები