თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 085.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 636.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 278.8 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის რვა თვეში საქართველომ თურქეთიდან 1,761,791.12 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტი 7%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში თურქეთიდან იმპორტი 1,647,663.28 ათას დოლარს შეადგენდა.
საგულისხმოა, რომ თურქეთიდან იმპორტი ყოველწლიურად იზრდება და ყოველ წელს ახალ და ახალ რეკორდებს ამყარებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თურქეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რაც თავის მხრივ შესაძლოა საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნასაც დავუკავშიროთ, რომელიც 2023 წლის ნოემბერში მოხდა. ბაზრის გახსნით კი საქართველოში თურქული პრეპარატების იმპორტი დაიწყო, რამაც ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციაც გაზარდა და ფასების შემცირებაც განაპირობა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან იმპორტში წამლების წილი 7%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება თურქეთში ექსპორტს, ისიც ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ თურქეთში 323,532.44 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც 10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ თურქეთში 293,437.87 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა.
მიმდინარე მაჩვენებლებით, თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია, სწორედ მასზე მოდის მთელი ექსპორტის 28%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:
უახლესი
31 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს