დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა

როგორია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა

26-09-2023 11:45:01

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48.0 პროცენტი კაცი, ხოლო 52.0 პროცენტი ქალია. 0-14 წლის ასაკის კაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ კაცებს, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ-ზე 65.3 კაცი შეადგინა. საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც 1 კვ.კმზე 2 462.5 ადამიანი ცხოვრობს. თბილისის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აჭარის ა.რ. (124.6 კაცი), შიდა ქართლი (72.9 კაცი) და იმერეთი (72.2 კაცი). ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი, სადაც 1 კვ.კმ-ზე 5.9 ადამიანი ცხოვრობს.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები