2024 წელს საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 14 889 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წლიურ ჭრილში 5%-ანი კლებაა. 2023 წელს ქვეყანამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 15 635 საერთაშორისო ვიზტორი მიიღო, 2022 წელს კი 13 146.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი 2023 წელს სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ქალაქ დუბაიში 2023 წელს გაფორმდა და შეთანხმების ამოქმედების შემდგომ მყისიერად მოიხსნა საიმპორტო ტარიფი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.
როგორც მაშინ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერა განაცხადა, ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, საქართველო კი არაბული ბიზნესისთვის საინტერესო მიმართულება.
ხუთ წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.
საგულისხმოა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ექსპორტი 23%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტის მიმართულებით კლება 13%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 41,708.45 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წელს კი 53,844.55 ათასი დოლარის. კლება 22,5%-ია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტმა თავის მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ საამიროებში 69,671.03 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა.
2024 წლის სტატისტიკით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაყიდა:
რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტს, 2024 წელს საქართველომ 333,107.76 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წელს კი 384,270.83 ათასი დოლარის. კლება 13,3%-ია. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მობილური ტელეფონებია.
TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"