მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთხელ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის მაჩვენებლებს შეადარა.
„გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მონაცემები 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ. მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთხელ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება. მისი შეფასებით 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. წლის დასაწყისში მგავს მაჩვენებლებს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის 3,5%-ით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ჩვენი მეზობელი და მეგობარი სომხეთის. თითქმის 2,5=ჯერ მეტი ვიდრე ეს არის ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის და თითქმის 3-ჯერ მეტი ზრდა ვიდრე ეს არის ჩვენი მეგობარი თურქეთის, ჩვენი მეგობარი უკრაინის და ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ეკონომიკური ზრდა. ასევე ის რამდენჯერმე აღემატება მოლდოვის ეკონომიკურ ზრდას. აი იმ მოლდოვის, რომლის რომანტიზებაც ხდება ხოლმე. რომელიც ახლა არის მოლაპარაკებების პროცესში განსხვავებით საქართველოსგან. აი ამ მოლდოვაზე რამდენჯერმე მაღალი ეკონომიკური ზრდა არის დაფიქსირებული“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
შავ ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი