დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქვეყანაში რეგისტრირებული Ferrari-ს ავტომობილების სტატისტიკა

როგორია ქვეყანაში რეგისტრირებული Ferrari-ს ავტომობილების სტატისტიკა

27-01-2025 11:00:00

საქართველოში რეგისტრირებული Ferrari-ს მარკის ავტომობილები 32%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 62 ერთეული Ferrari-ს მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული, 2023 წლის ბოლოს კი 47 ერთეული. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა ქვეყანაში 31,9%-ით გაიზარდა.

Ferrari-ს ავტომობილების ძირითადი კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება, სწორედ საქართველოს დედაქალაქშია 41 ერთეული Ferrari-ს ავტომობილი რეგისტრირებული.

ქვეყნის მასშტაბით Ferrari-ს ავტომობილების გადანაწილება ასეთია:

  • ქ. თბილისი: 41
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 12
  • იმერეთი: 4
  • აჭარის არ: 3
  • კახეთი: 1
  • ქვემო ქართლი: 1

რაც შეეხება თავად Ferrari-ს ავტომობილების მოდელებს:

  • ROMA 9
  • 296 GTB 8
  • SF90 STRADALE 7
  • F8 TRIBUTO 6
  • F500-RS3 3
  • PUROSAMGUE 2
  • F430 2
  • CALIFORNIA 2
  • F149 2
  • 360 MODENA 1

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები