დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთები

როგორია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთები

25-12-2024 13:00:00

2024 წლის ნოემბერში კომერციული ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ  28 247,10 მლნ ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იანი კლებაა, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მიმდინარე მონაცემები 12%-ითაა გაზრდილი.

სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ნოემბრის ბოლოსთვის ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ  28 545,72 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში - 25 158,13 მლნ ლარი. 

არსებულ დეპოზიტებში 42%-ი ვადიან დეპოზიტებზე მოდის, სადაც 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტები ლიდერობენ. 2024 წლის ნოემბერში ვადიანი დეპოზიტების მაჩვენებელმა 14 672,30 მლნ ლარი შეადგინა.

ნოემბრის მონაცემებითვე, დეპოზიტების საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 10,20%-ი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი 10,10%-ის დონეზე იყო. ვადიანი დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი ნოემბერში 11,05%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების 8,25%-ზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები