საქართველოში ფულადი გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 22%-ითაა შემცირებული. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში 2 528 397.8 ათასი აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა. ეს მაჩვენებლები კი 2023 წლის 9 თვესთან შედარებით 22,3%-ითაა შემცირებული. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 3 255 133 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში გაკეთებული გადმორიცხვების მიხედვით ევროკავშირი პირველ ადგილზეა და მასზე მთლიანი ჩარიცხვების 42% მოდის, სულ 1 068 813.8 ათასი აშშ დოლარი. დსთ-ს ქვეყნებზე ჩარიცხვების 26%-ი ფიქსირდება, სულ 655 004.4 ათასი აშშ დოლარი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს ჩარიცხვებმა 9 თვეში 804 579.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ მთლიანი ჩარიცხვების 32%-ი.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ფულად გზავნილებს პირველ ადგილზე რუსეთია.
ფულადი გზავნილების მიხედვით (ჩარიცხვები) TOP 5 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:
უახლესი