დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი მოთხოვნაა შარმ-ელ-შეიხის და ანტალიის ტურებზე - PEGAS Touristik Georgia

როგორი მოთხოვნაა შარმ-ელ-შეიხის და ანტალიის ტურებზე - PEGAS Touristik Georgia

26-03-2024 15:00:00

ტურისტული კომპანია PEGAS Touristik Georgia 19 მაისიდან მსურველებს ანტალიის ტურებს სთავაზობს, რისთვისაც კომპანიამ სხვა პარტნიორ ტურისტულ სააგენტოსთან ერთად ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენები დაუკვეთა.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია აცხადებს, ანტალიის მიმართულებით ყოველდღიური ჩარტერული ფრენების შესრულება 19 მაისიდან დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

„მოთხოვნა ძალიან დიდია. ნაადრევი ჯავშნების მიღება იანვრის ბოლოდან დავიწყეთ“, - აღნიშნა PEGAS Touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა.

PEGAS Touristik Georgia ამ დროისათვის ინტენსიურად მუშაობს ეგვიპტის მიმართულებით ტურების რეალიზაციაზე. ირკვევა, რომ კომპანიის მენეჯმენტი ეგვიპტის ჩარტერებით კმაყოფილია.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, საქართველოდან შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელება 3 მარტიდან დაიწყო და ეგვიპტეში დასვენებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

თბილისს და შარმ-ელ-შეიხს შორის ჩარტერულ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Wings-ი ემსახურება და როგორც  PEGAS Touristik Georgia-ს  ხელმძღვანელი ამბობს, ჩარტერების პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს სრულდება.

რაც შეეხება ტურების ღირებულებას, მათი ფასი მომდევნო თვეზე 500 დოლარის ეკვივალენტი ლარიდან იწყება.  „მთელი წლის ფრენების განრიგი უკვე გამოქვეყნებულია და გაყიდვაშია. ეგვიპტე ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტიურია, თუმცა პიკი მაინც ახალი წელია. ამ დროს ჩვენთან ძალიან ცივა და როცა ძალიან ცივა მიდიან თბილ ქვეყნებში. თუმცა ამ პერიოდში ფასები თითქმის გაორმაგებულია როგორც ავიაბილეთებზე ისე სასტუმროებშიც, მაგრამ დიდი მოთხოვნა მაინც არის“, - აცხადებს სალომე ბერაია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები