მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, უმუშევრობის შემცირება და ხელფასების ზრდა, ბუნებრივია ის კომპონენტებია, რომელიც გვსურს, რომ 2025 წელსაც ვიხილოთ, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც 2024 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები და 2025 წლის მოლოდინები მიმოიხილა.
„დღეს, წლის ბოლო Business Insider Georgia-ია და ვაჯამებთ მიმდინარე ტენდენციებს და იმ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს ეკონომიკაში და იმ მოლოდინებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს.
თუმცა მანამდე, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა და მინდა ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტობა. ვუსურვო წარმატებები. შედგა ინაუგურაცია და არ შედგა საბედნიეროდ ბიზნესზე ზეწოლა და ბულინგი და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელს ბიზნესი იქნები უფრო აქტიური და მიიღებს კიდევ ერთ გამოცდილებას, თუ როგორ არ უნდა დაემორჩილოს ამჯერად გარე ბულინგსა და გარე ზეწოლას.
ჩვენ გვახსოვს, 2003-2012 წლებში, როდესაც სახელისუფლებო ზეწოლა ხორციელდებოდა, ახლა კი ყოფილი საჯარო მოხელეები ახორციელებენ სხვა მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას. თუმცა ბიზნესი მათ არ ემორჩილება.
დავიწყოთ წლის შეჯამება და შევხედოთ არსებულ ვითარებას. 31 დეკემბერს გამოქვეყნდება 2024 წლის ნოემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა მანამდე გაქვს 10 თვის საშუალო მაჩვენებელი.
2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
ეს არის იმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს თავდაპირველ პროგნოზებში არ ჰქონდა დაფიქსირებული. დაახლოებით ნახევარ მაჩვენებლებზე იყო დაფიქსირებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მათ შორის, საქართველოს მთავრობასაც მოუწია საკუთარი პროგნოზის გადახედვა, რომელიც კონსერვატიულად იყო წარმოდგენილი ამ შემთხვევაშიც.
ცხადია, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი და მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაა, რაც ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო პარადოქსია.
ეკონომიკის თეორიაში ეკონომიკურ ზრდას სტანდარტულად თან ახლავს ინფლაციური პროცესი, თუმცა ჩვენთან ეს ნაწილი არის დაბალანსებული. ასევე არსებულმა ეკონომიკურმა ზრდამ გაუძლო რამდენიმე ტიპის რყევას, ვიტყოდი პოლიტიკურ რყევას - მაისში, ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრში, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში.
ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური პროცესები ყოველთვის გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. მათ შორის გავიხსენებ Fitch-ის რეიტინგს, რომელიც პოლიტიკური პროცესების მილევადობს ფონზე ბუნებრივია კვლავ პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა. პოზიტიური პროცესების პარალელურად რეალ პროცესი ლოგიკურია, რომ მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ გავიხსენებ პრემიერის შეხვედრას ბიზნესსექტორთან, სადაც ჯამურად გახსნილობა, დისკუსიის სურვილი გამოითქვა და მეტი მოლოდინებია მომდევნო წლიდან დაკავშირებით.
პროცესი უბრუნდება იმ ჩარჩოს, საიდანაც ვერ მოხერხდა ბიზნესის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა. სახეზეა უმუშევრობის კლების ტენდენცია, ის თუ როგორ მოქმედებს ეკონომიკური ზრდა ხელფასებზე და უმუშევრობაზე. მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 2 057 ლარს აღემატებოდა და სახეზეა ზრდის დინამიკა და ზრდის ტენდენცია.
თუ დავაკვირდებით ქვეყნების ეკონმიკურ ზრდას ჯგუფების მიხედვით, ჩვენთვის საინტერესოა თუ რა ხდება ჩვენს გარშემო ქვეყნებში. ვხედავთ, რომ თითოეულ ამ ქვეყანაში დაფიქსირებული ზრდის ტენდენციები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც - გადმოცემის ეფექტიდან გამომდინარე, მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორ იყო განსაზღვრული, ის დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია.
სექტორი, რომელზედაც დიდი ზეწოლა იყო და მიუხედავად ამისა ეს სექტორი განაგრძობს დინამიკურად განვითარებას.
სექტორი, რომელსაც გამოკვეთილად შეგვიძლია ვუწოდოთ პრო დასავლური, ესაა საქართველოს საბანკო სექტორი. მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდისა, მაისის მოვლენებისა სახეზეა საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის აქციების ზრდა.
ამ კომპანიებმა განსაკუთრებით დაადასტურეს, რომ ერთის მხრივ ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკას და რომ საქართველოს საფინანსო სექტორი არის სრულიად ჯანსაღი და მასზე ზეწოლა არ მოქმედებს. რა თქმა უნდა გარკვეულწილად მოქმედებს, მაგრამ ფუნდამენტურად არა.
მინდა ყურადღება გავამახვილო ლარის კურსზე, არის თუ არა მოსახლეობაში ლარის კურსისადმი ნდობა? ლარში დანაზოგებს თუ დავაკვირდებით სახეზეა, რომ ადამიანები ენდობიან ეროვნულ ვალუტას და სტატიტიკა აჩვენებს, რომ ეროვნულ ვალუტაში დანაზოგები აღემატება უცხოურ ვალუტაში დანაზოგებს. სესხების ნაწილში ყველაზე აქტიურია სამომხმარებლო, იპოთეკური ნაწილი. თითოეული ჩვენგანი ამ პროცესების თანამონაწილეები ვართ.
როდესაც ლართან დაკავშირებით ვსაუბრობთ, ისმის ხოლმე კითხვა თუ რატომ გვაინტერესებს ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ გვეხება პირდაპირ თუ არა. ხშირად არის საუბარი სესხების ნაწილზე, თუ რატომ იყო ლარიზაციის პროცესი აუცილებელი. როდესაც დოლარში მცირდება სესხების მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში ნაკლებად ვეყრდნობით და ნაკლებად ვრეაგირებთ უცხოური ვალუტის ცვლილებაზე. ამიტომ ეს პროცესი შეუქცევადად მიდის. კომპანიების მაგალითზეც დოლარიზაციის მაჩვენებელს კლების ტენდენცია აქვს. ანუ დოლარზე დამოკიდებულება ქვეყნის შიგნით, სადაც ერთადერთი გადახდის ოფიციალური საშუალება არის ლარი, ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტურბულენციას უფრო მომზადებულები შევხვდეთ.
ფინანსური სტაბილურობის მთავარი რისკებია:
გეოპოლიტიკური კონფლიქტების შესაძლო გახანგრძლივებისა და ესკალაციის რისკები - მოგეხსენებათ კვლავ რთულ პროცესად რჩება ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომი. ასევე რთულ პროცესად რჩება ვითარება ახლო აღმოსავლეთში, წითელ ზღვასთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია ეს გეოპოლიტიკური რისკები გარკვეულწილად კვლავ ქმნის საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის გარკვეულ ტურბულენციას.
წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის შენელებული ნორმალიზება - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ამ შემთხვევაში თუ შენელებით მოხდება ეს გააძვირებს ფულად რესურსებს, რომელიც ჩვენ უნდა მოვიზიდოთ.
ციკლური დაღმავლობა უძრავი ქონების ბაზარზე - ეს არის ტენდენცია, რომელიც გამოწვეული იყო მიგრანტების ეფექტით და მისმა შენელების პროცესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს. თუმცა ადგილობრივი მოთხოვნით ჩანაცვლების შემთხვევაში, შესაძლოა ის ნაკლებად რისკიანი გახდეს.
საგარეო ფაქტორების გაუარესება - მიჩნეულია, როგორც დაღმავალი ტენდენცია. დღესაც ეკონომისტების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ გლობალურად, პოსტ პანდემიური აღდგენა დასრულებული არ არის, მიუხედავად ამისა ნაკლებადაა მოსალოდნელი საგარეო რისკების მაჩვენებელი.
მაკროეკონომიკური პროგნოზების რისკები:
როგორც გლობალურად, ასევე ადგილობრივად გაზრდილი გაურკვევლობა;
საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების მოსალოდნელზე მეტად მაღალი ფასები;
საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუარესება;
საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების მოსალოდნელზე მეტად მაღალი ფასები;.
ვისაუბროთ ძირითადი ბაზრების მიმართ მოწყვლადობაზე, თუ რამდენად მზად ვართ ამ ნაწილში. ვითარება საკმაოდ პოზიტიურია საქართველოს მოწყვლადობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, როდესაც საუბრობენ რუსეთთან დამოკიდებულებაზე, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთიც, თურქეთიც, მაგრამ ყველაზე მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებელი არის ევროკავშირი. ანუ ჩვენ ბევრად მეტად ვართ ინტეგრირებული ევროკავშირთან და სპეკულაციები არ ვიცი სხვანაირად როგორ შეიძლება დასრულდეს.
საქართველო რისკებთან მიმართებაში საკმაოდ მდგრადია, ეს განსაკუთრებით შეეხება სავალო ვითარებას. საქართველოს მდგრადობა აღემატება, როგორც დსთ-ს და ზოგადად მზარდი ეკონომიკის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. საქართველო მდგრადია საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში.
ინფლაციის პროგნოზის კუთხით, 2027 წლამდე ვუყურებთ, რომ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იმერყევებს და გადახრის რისკები არის ძალიან დაბალი.
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის პროგნოზს შეეხება, ვხედავთ, რომ რაც არის ცენტრალური ბანკების ზოგადი პროგნოზი ტენდენცია შემცირდება. ბუნებრივია სხვა თანაბარ პირობებში და იმ ვითარებაში, როდესაც ნაკლებად ველოდებით ჩვენ რისკებს. ნაკლებად ველოდებით რიკებს გამომდინარე იქიდან, რომ ის საგარეო ფაქტორებიდან გამოწვეული რისკები იმედია, რომ თავიდან იქნება არიდებული. კიდევ ერთხელ, არის ფაქტორები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
და ბოლოს, სსფ-ს რეალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზით ჩვენ ვხედავთ კვლავ 10%-იან მაჩვენებელს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში არის დაფიქსირებული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დაიწყო მისი თითქმის -50%-იანი ვარდნით, ყველაზე მაღალი ვარდნით შესადარ ქვეყნებთან შედარებით აქ შესადარი ქვეყნები წარმოდგენილია, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, ისე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი და ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპით ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ის კონტინენტზე ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერია. ბუნებრივია სურვილი და მოლოდინი სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკური რისკების მილევადობასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ მაღალია. ყველა საფინანსო ინსტიტუტი ამ ეტაპისთვისაც პროგნოზირებს 2025 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, უმუშევრობის შემცირება და ხელფასების ზრდა, ბუნებრივია არის ის კომპონენტები, რომელიც გვსურს, რომ 2025 წელსაც ვიხილოთ“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი