დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს თბილისში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს თბილისში

30-08-2023 10:04:03

სინოპტიკოსების განცხადებით, დღეს დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და მცირე ნალექი. 

„დღეს პროცესი მთლიანად განსხვავებულია. განსაკუთრებით მოქმედებს ჰაერის ცხელ მასებზე კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოსული შედარებით გრილი ჰაერის მასები. ამიტომ, მოიღრუბლება, შესაძლებელი გაწვიმდეს. მაგრამ ისეთი ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის“, - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა.

მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ - 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა ნარჩუნდება. რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე კი, წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები