დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

28-11-2023 13:56:44

Galt & Taggart-ის 20–24 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები უმეტესად პლუსშია. მინუსში მხოლოდ Georgia Capital-ის აქციებია, წინა კვირასთან შედარებით. თუმცა, წინა თვესთან შედარებით მათი ფასი თითქმის 10%–ით არის გაზრდილი.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.75% წინა კვირასთან შედარებით და +7.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 166 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.95 - 35.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.61% წინა კვირასთან შედარებით და +3.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.75 - 28.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.96 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.58% წინა კვირასთან შედარებით და +9.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.96 - 10.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები