დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ინაწილებენ საქართველოს საფინანსო ბაზარს Mastercard-ი და VISA

როგორ ინაწილებენ საქართველოს საფინანსო ბაზარს Mastercard-ი და VISA

26-12-2024 10:00:00

მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობა კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებზეა. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ხოლო სექტემბრის მონაცემებთან შედარებით კი 1,2%-ით მოიმატა.

2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 063 019 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 159 643 ბარათს შეადგენდა. 

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 592 281 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ოქტომბრის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 10%-იან ზრდას აჩვენებს..

ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.

2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 698 718 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,4%-ია, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 7%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები