პორტის მშენებლობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და შედგება რამდენიმე ფაზისგან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა
„წინასწარი გათვლებით მოსალოდნელია, რომ პირველი ფაზის მშენებლობის დროს, პორტმა დაამუშაოს 600 ათსი ტონა TEU რაც არის 8 მილიონი ტონა ტვირთი. ფაზების განვითარება ხდება ეტაპების მიხედვით, რაც არის გენერალური გეგმით დადასტურებული. როცა ერთი ფაზა დასრულდება, მეორე ფაზის მშენებლობა იწყება, მაშინ, როდესაც მიაღწევს წინა ტვირთბრუნვის 80%-ს.
წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოები 970 დღეზეა გათვლილი, თუმცა პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მანდაც და მანამდეც მოსახლეობას საკმაოდ მოზომილი თარიღი შესთავაზა - 2029 წელი პირველი გემის მიღების ვადაა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და ყველას ჩართულობით, ბევრად უფრო მალე იქნება შესაძლებელი პირველი გემის მიღება“, - ზურაბ სიჭინავამ.
უახლესი