დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის აშენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალი - ირაკლი ქარქაშაძის განმარტება

როდის აშენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალი - ირაკლი ქარქაშაძის განმარტება

04-03-2024 11:00:00

ზაფხულში ჩვენ აქტიური სატვირთო ტერმინალი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმებულია და აპრილის ბოლოსთვის მშენებლობაც უნდა დაიწყოს.

„ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ ეს იქნება ძალიან მცირე ზომის ტერმინალი იმისათვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთების მომსახურების კუთხით პრეცედენტი შეიქმნას“, - აღნიშნა ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე ტერმინალს არ ექნება სასაწყობე მეურნეობა, რადგანაც მისი მშენებლობის პროექტში არ შევა.

„ჩვენთვის ტვირთის დამუშავება პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი რისი საშუალებაც ტერმინალს არ ექნება, არის სასაწყობე მეურნეობა, სადაც იქნება ტვირთების დიდი ხნით დასაწყობების შესაძლებლობა. ეს ცალკე ბიზნესია, ცალკე მიმართულებაა, ცალკე სტანდარტებია, რაშიც ჩვენ არ შევდივართ. ჩვენ უბრალოდ მივიღებთ და გავატარებთ ტვირთს“, - განმარტა ქარქაშაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სასაწყობე მეურნეობის ბიზნესში არ შევა, აქტიურ მოლაპარაკებებშია პოტენციურ ინვესტორებთან.

„სატვირთო ტერმინალების განვითარების მიზნით, ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ბიზნესთან და შესაბამისად, ინტერესი არის. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ აეროპორტში არ არსებობს ტვირთების მომსახურების პრეცედენტი და შესაბამისად ისტორიული მონაცემები არ არის, რთულია პირველად ვინმემ დაიწყოს მსგავსი აქტივობა. შესაბამისად, ამის წახალისება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალით გვინდა და შემდეგ უკვე უფრო მეტი სტიმული მიეცემა კერძო სექტორს. არიან კომპანიები, ვისაც ინტერესი აქვთ, სხვადასხვა კომერციულ და ტექნიკურ დეტალებზე გაქვს პერიოდულად მოლაპარაკებები და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები