2023 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 52.0 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 10.7 და 4.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
უახლესი
17 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს19 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა20 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება