დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რიკოთის გზის მონაკვეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო შუა დერეფანში სატრანსპორტო და სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდეს - გიორგი წერეთელი

რიკოთის გზის მონაკვეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო შუა დერეფანში სატრანსპორტო და სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდეს - გიორგი წერეთელი

09-07-2024 11:00:00
შუა დერეფანი, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და  რიკოთის გზის მონაკვეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო სატრანსპორტო და სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდეს, ის ფუნქცია შეასრულოს რაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არის. ცნობილია, რომ E60 მაგისტრალი ევროპაში ქალაქ ბრიში იწყება და ჩინეთის საზღვართან სრულდება და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შუა დერეფანია ამ ორ საკვანძო წერტილს შორის, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა. 
 
მისი თქმით, გზების დეპარტამენტი და სახელმწიფო საგაო პროექტების სამ მიმართულებას ავითარებს.
 
„ეს არის დასავლეთი-აღმოსავლეთი, სამხრეთი-ჩრდილოეთი და კახეთის მიმართულება. სამივეზე კარგი პროგრესი გვაქვს. რაც შეეხება დასავლეთი-აღმოსავლეთის მაგისტრალს ეს არის E60-E70 მაგისტრალი. მთლიანობაში წითელი ხიდიდან სარფამდე 430 კილომეტრი იქნება, როცა დასრულდება. ამ ეტაპზე არის 460 კილომეტრი, მაგრამ როცა დასრულდება შემცირდება და იქნება 430 კილომეტრი. აქედან უკვე  256 კილომეტრის მშენებლობა დასრულებული გვაქვს. ყველაზე რთული მონაკვეთი, თავისი გეოგრაფიული არეალიდან და გეოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო რიკოთი, სადაც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება, ძალიან დიდ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებთან იყო დაკავშირებული. 97 ხიდიდან 89 უკვე აშენდა. დასრულებულია 50 გვირაბის მშენებლობა.  აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, როგორც მეოთხე მონაკვეთზე ისე პირველ მონაკვეთზე და ჩვენ ვგეგმავთ, რომ წლის ბოლოს რიკოთის მეოთხე მონაკვეთი მთლიანად იქნება დასრულებული და ძირითადი ნაწილი იქნება დასრულებული პირველი მონაკვეთის“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა. 
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საავტომობილო გზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს კონკურენციაში შესვლა იმ დერეფნებთან, რომლებიც მდებარეობს სამეზობლო არეალში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები