დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

05-02-2024 15:24:00

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ლატვიაში, რიგაში, BaltTour 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო  მონაწილეობა.

 ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაზე   ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარდგენილები.

BaltTour 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

გამოფენის ფარგლებში,  შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

BaltTour-ის საიუბილეო 30-ე წლისთავზე გამოფენას 30-მდე ქვეყნიდან  25 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.  რიგის საერთაშორისო გამოფენაზე  350 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები