„შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც დღეს მუნიციპალიტეტი სწორგადაწყვეტილებას იღებს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების დასაქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილისაცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.
როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტი არ ცდება აღნიშნულ ტერიტორიაზე2009 წელს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას დატერიტორიის განვითარება ზუსტად იგივე პარამეტრებით მოხდება. რევაზ სოხაძის თქმით, კანონმდებლობაში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, კომპანიას კოეფიციენტშიარაგონივრული თანხის გადახდა უწევდა.
„კანონმდებლობაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ დაგავითვალისწინეთ. აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას არაგონივრული თანხისგადახდა უწევდა. მას უკვე არსებულ, დამტკიცებულ პროექტში ფართები ხელახლა უნდა ეყიდა, რაცარასწორია. კომპანიას დღეს მაინც მოუწევს თანხის გადახდა, თუმცა ეს უკვე არის სპეციალურიზონალური შეთანხმების გადასახადი - 4%, რომელსაც სხვა კანონმდებლობა არეგულირებს“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიისთავმჯდომარის, რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციის მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი იყო, რადგან მისივე თქმით, კოლეგების არგუმენტები, როგორც წესი, პოპულიზმზეა დაფუძნებული.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი