დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეგიონებში საკმაოდ დიდი დაფარვა გვაქვს და ფაქტობრივად, ჩვენს ყველა მომხმარებელს ადგილზე ვემსახურებით - ირაკლი აბაშიძე

რეგიონებში საკმაოდ დიდი დაფარვა გვაქვს და ფაქტობრივად, ჩვენს ყველა მომხმარებელს ადგილზე ვემსახურებით - ირაკლი აბაშიძე

25-01-2024 11:00:00

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფინალისტთა ვინაობა ცნობილია. RDYE პროექტის მეორე ციკლის 22 ფინალისტმა, საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოებისთვის ჯამში 0,5 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

დეტალებზე Business Insider Georgia ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილეს ირაკლი აბაშიძეს ესაუბრა:

„მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი თავიდანვე ჩაერთო აღნიშნულ პროექტში. უკვე მესამე წელია რაც ბანკი აქტიურად არის აღნიშნული პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ნაწილი. პროექტს ახორციელებს „მერსი ქორფსი“. „ლიბერთის“ როლი პროექტში მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდა მეწარმეებს, როგორც ფინანსური განათლების მიმართულებით ასევე დაფინანსების მიღების შემთხვევაში ვასწავლით როგორ წარმართონ და განავითარონ ბიზნესი.

 „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგანაც ხორციელდება 4 მუნიციპალიტეტში და დაახლოებით 1500 ახალგაზრდა ჩართული. პროექტი მოიცავს პირველად ტრენინგებს, მნიშვნელოვან გამოცდილებას და განათლებას ფინანსური მიმართულებით. ახალგაზრდების ნაწილი შემდეგ იღებს გარკვეულ დაფინანსებას. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი პროექტში თავიდანვე იყო ჩართული და აქტიურად განაგრძობს პროექტის ბოლომდე მონაწილე მეწარმეების მხარდაჭერას. მომავალშიც „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად იქნება ჩართული მსგავს პროექტებში“.

- პროგრამას ჰყავს 22 გამარჯვებული, რა ტიპის პროექტებია და რას ნიშნავს ეს ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის?

- საკმაოდ საინტერესო პროექტები დაფინანსდა დღეს. ეს არის განსხვავებული ბიზნესები და ყველაზე მეტად რაც მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში მეწარმეებმა დაფინანსება მიიღეს ყველა რეგიონში. ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რომ დარჩნენ თავიანთ რეგიონებში და ასევე ადგილობრივ ლოკალურ ბაზრებზე ეს ბიზნესები მოსახლეობას საშუალებას აძლევენ, რომ დაასაქმონ ადგილობრივი ახალგაზრდები. საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას.

- ბანკში თქვენი პოზიციიდან გამომდინარე გკითხავთ, რას აკეთებს „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად და რა წილი აქვს მთლიან სასესხო პორტფელში მცირე და საშუალო ბიზნესს?

- ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ლიბერთი ბანკი ფართოდაა წარმოდგენილი ამ მიმართულებით, რადგანაც რეგიონებში საკმაოდ დიდი დაფარვა გვაქვს და ფაქტობრივად, ჩვენს ყველა მომხმარებელს ადგილზე ვემსახურებით. ყველა მსხვილ რეგიონსა თუ დაბაში ლიბერთი ბანკის ფილიალებია და ჩვენი საკრედიტო ოფიცრები ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან როგორც ახალგაზრდა მეწარმეებს, ასევე კომპანიებს, რომ ფულად რესურსებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა.

- რას აკეთებს ლიბერთი ბანკი იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხები იყოს ხელმისაწვდომი?

- ლიბერთი 80 ფილიალით არის წარმოდგენილი და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით ცდილობს, რომ მეწარმეებთან კიდევ უფრო ახლოს მივიდეს. მეორე, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, გვაქვს მეწარმეებზე და ფერმერებზე ყველაზე მეტად მორგებული პირობები. ჩვენ ვცდილობთ და მსგავსი პროექტები ამას ემსახურება, რომ როდესაც მათ სესხს ვაძლევთ ჰქონდეთ გააზრებული თუ რა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ რესურსს მათი ბიზნესისთვის. ამ სესხმა, როგორ უნდა განავითაროს მათი ბიზნესი, სწორად როგორ უნდა მოხდეს დაბანდება, გადანაწილება,  გრაფიკის შედგენა, რათა სესხი ტვირთად არ დააწვეს ბიზნესს, არამდე მოხდეს მისი განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია, ის აქციები და შეთავაზებები რაც მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში გაქვს „ლიბერთი ბანკში“.

ასევე გეტყვით, 2023 წლის შედეგებზე, რომ ლიბერთი ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ კარგი წელი იყო. ძალიან კარგად განვითარდა დაკრედიტების მიმართულებით ლიბერთის პორტფელი და დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წელსაც გავაგრძელებთ და მოვემსახურებით იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები