ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ქვეყანამ 9,076.46 ათასი დოლარის ღირებულების 9,346.06 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა, რაც 2024 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 52%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარში საქართველომ 19,670.55 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა.
ფეროშენადნობების ექსპორტის კლება პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი წარმოების დროებით შეჩერებასთან, რაც 2024 წელს მოხდა. თუმცა რამდენიმე დღის უკან ზესტაფონის ფეროშენადნობების საწარმომ მუშაობა განაახლა და შესაბამისად ექსპორტიც გაიზრდება.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2025 წლის პირველ თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა 14 საექსპორტო ბაზარზე, საიდანაც ლიდერობას ისევ თურქეთი ინარჩუნებს. სწორედ თურქეთზე მოდის ფეროშენადნობების ექსპორტის 29%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა:
2024 წლის სტატისტიკით ფეროშენადნობების ექსპორტი 79%-ით გაიზარდა. 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 322,193.83 ათასი დოლარის ღირებულების 281,516.46 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა. 2023 წელს კი 157,235.90 ტონა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ ფეროშენადნობები 33 საექსპორტო ბაზარზე გაყიდა.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"