დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არის მოდის ინდუსტრიაში ინვესტირება მიმზიდველი

რატომ არის მოდის ინდუსტრიაში ინვესტირება მიმზიდველი

28-10-2023 10:53:30

გიზიარებთ ბლოგს: მოდის ინდუსტრია მუდამ მზარდი და ცვალებადი ეკონომიკური სექტორია, რომლის საბაზრო შეფასება 2.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. გლობალურად მოდის სექტორის გამომუშავება წლიურად საშუალოდ 5-7%-ით იზრდება, რაც ამ სექტორს საინვესტიციოდ განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

მოდის ინდუსტრიაში ინვესტიციის განხორციელების არაერთი გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე მარტივი და პირდაპირი სასურველი კომპანიების აქციების შეძენის სტრატეგიაა. საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში მარტივად შეგიძლიათ Ralph Lauren-ის, Levi Strauss-ის, Nike-ისა და სხვა კომპანიების აქციები იყიდოთ.

უშუალოდ Nike-ს ინვესტორები გლობალურ სენსაციად მიიჩნევენ, რადგან მას ისეთივე შედეგები გამოარჩევს, როგორიც მხოლოდ ტექნოლოგიურ გიგანტებს ახასიათებთ. საფონდო ბირჟაზე დებიუტიდან დღემდე მისი აქციების ღირებულება წლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდებოდა, რაც გამორჩეულად კარგი შედეგია.

ზრდის პოტენციალთან ერთად, მოდის ინდუსტრიაში წარმოდგენილ კომპანიებს ძლიერი იმიჯი და ბრენდის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობაც გამოარჩევთ. თავად ეს უკანასკნელი კი იმის გარანტია, რომ რთული ვითარების მიუხედავად, კომპანია მაინც შეძლებს გარკვეული შემოსავლის მიღებას.

მოდის ინდუსტრიაში თანხის დაბანდების არაპირდაპირი გზაც არსებობს, რომელსაც ინვესტორები განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ. საქმე ისაა, რომ ფუფუნების საგნებს, სამკაულებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მომხმარებლები ყველაზე ხშირად ელექტრონული კომერციის პლატფორმების და მაღაზიათა ქსელების მეშვეობით ყიდულობენ. როდესაც იზრდება ზემოხსენებულ საგნებზე მოთხოვნა, მაშინ იმატებს სავაჭრო პლატფორმების შემოსავლებიც, რაც მათი აქციების ღირებულებაზე დადებითად აისახება.

თუკი მოდის ინდუსტრიის ზრდის მოლოდინი გაქვთ, შეგიძლიათ ფსონი პოზიტიური კორელაციის ფაქტორზე დადოთ და Amazon-ის, Farfetch-ის, Walmart-ის, Home Depot-ის ან Target-ის აქციები იყიდოთ.

მოდის ინდუსტრიაში ინვესტირების კიდევ ერთი გზა არსებობს, რომელიც ინდუსტრიული ფონდის შეძენას მოიაზრებს. მაგალითად, Invesco Global Luxury Fund და iShares Luxury Goods ETF-ი ფუფუნების საგნების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებენ.

რაც შეეხება მოთხოვნის განმაპირობებელ ფაქტორებს. მართალია, მოდის ინდუსტრიის შემოსავლები წლიდან წლამდე მდგრადად იზრდება, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ სექტორს ციკლურობა ახასიათებს, ანუ მსოფლიოს მასშტაბით გართულებული ეკონომიკური მდგომარეობისას სექტორის შემოსავლები მცირდება, ეკონომიკური ზრდისას კი – იზრდება. ეს მოცემულობა ლოგიკურიც არის, რადგან შემოსავლების შემცირების დროს მომხმარებლებს ნაკლებად უნდებათ ძვირად ღირებული აქსესუარების შეძენა და პირიქით.

თავად სექტორის ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით დაჩქარებული ურბანიზაციის ტემპია, რაც მომხმარებლებს მოდის ტენდენციებზე აყოლისაკენ უბიძგებს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გლობალურად საშუალო ფენის შემოსავლები იმატებს, ეს კი ფუფუნების საგნებზე მოთხოვნას ზრდის.

ბოლო ათი წლის განმავლობაში მოდის ინდუსტრიის შემოსავლების მკვეთრი ზრდა სოციალური ქსელების განვითარებით არის განპირობებული. მარკეტინგული კამპანიის განხორციელების ასეთი მასშტაბები ბრენდებს არასოდეს ჰქონიათ და შედეგსაც თვალნათლივ ვხედავთ. გარდა ამისა, TikTok და Instagram ინფლუენსერების გამოჩენამ ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა დრამატულად გაზარდა, რადგან პროდუქტის რეკლამირების ასეთი მეთოდი XXI საუკუნეში განსაკუთრებით ეფექტიანია.

მოდის ინდუსტრიაში ინვესტირებისას კულტურული ფაქტორებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, K-POP ჟანრის პოპულარიზაციამ აზიური მოდის ბრენდებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ასევე, ცნობილ არტისტებსა და სპორტსმენებს უდიდესი გავლენა აქვთ ბრენდების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ექსპერტთა ნაწილი Adidas-ის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლიონელ მესისთან არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას ასახელებს.

ფართო არჩევანთან ერთად, მოდის ინდუსტრია ინვესტორებს გემოვნებიანად გამდიდრების საშუალებასაც აძლევს, ამ შესაძლებლობით სარგებლობისათვის კი საქართველოს ბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.    

გაცნობებთ, რომ მობილბანკში ინვესტირების დასაწყებად განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ: 31 ოქტომბრამდე შესაძლებლობა გაქვთ, სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო მოდულით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს გადახდა. გაიგეთ მეტი აქ.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები