საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ საფრანგეთში 18,418.56 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15,310.13 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 20%-ია.
მზარდია ბოლო წლების საექსპორტო მაჩვენებლებიც, მაგალითად 2021 წელს საქართველომ საფრანგეთში 34,353.56 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წელს კი 37,333.76 ათასი დოლარის, ზრდა 9%-ია.
2023 წლის იანვარ-აპრილის სტატისტიკით საქართველოს საფრანგეთში ექსპორტირებულ პროდუქციაში ყველაზე მეტი ღირებულება სპირტიანი სასმელებისა და ეთილის სპირტს აქვს. მეორე ადგილზეა ელექტრული წყალგამახურებლები, ხოლო მესამეზე თხილი და კაკალი
რაც შეეხება იმპორტს ზრდა 51%-ია. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ საფრანგეთიდან 87,266.10 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 57,702.49 ათასი დოლარი შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა