დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ კატარში

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ კატარში

17-03-2023 12:30:01

საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია, თუმცა ბოლო 14 წლის სტატისტიკით მნიშვნელოვანი ზრდა 2017-2018 წლებიდან ფიქსირდება.

2022 წელს საქართველომ კატარში ექსპორტირებული პროდუქციიდან 1,827.01 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს კი 1,840.96 ათასი დოლარის შემოსავალი, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 0,7%-იანი კლებას აჩვენებს.

კატარში ნომერ 1 საექსპორტო პროდუქცია დღეს ცოცხალი ცხვრები და თხები და ასევე ცხვრის ან თხის ხორცია. რაც შეეხება იმპორტს 153%-იანი ზრდა ფიქსირდება.

2022 წელს კატარიდან საქართველოში სულ 4,125.54 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა. კატარიდან საქართველოში იმპორტის მნიშვნელოვან ზრდა 2018 წლიდან დაიწყო.

2022 წელს კატარში ექსპორტირებული TOP-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

•    ცხვრები და თხები ცოცხალი,

•    ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ,

•    ელექტრული წყალგამახურებლები,

•    მინერალური და მტკნარი წყლები,

•    წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით,

•    ყურძნის ნატურალური ღვინოები,

•    ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული,

•    ნაყოფები სხვა, ახალი,

•    ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული,

•    სამკურნალო საშუალებები დაფასოებული.

. კატარიდან იმპორტირებული TOP-10 პროდუქტის ჩამონათვალი:

•    პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით;

•    პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით;

•    ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული;

•    ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან;

•    ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასებისაგან;

•    ქაღალდი სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ან სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულებისა, რულონებად ან დაჭრილი ზომებად;

•    ჭურჭელი სასადილო, სამზარეულო და სხვა სამეურნეო და ტუალეტის ნაწარმი ფაიფურისაგან

•    ნაწარმი სასადილო, სამზარეულო ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ალუმინისაგან;

•    ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული;

•    პირადი ნივთები;

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისიდან „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ გალფის ქვეყნები საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო მიმართულებაა.

კატარის დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენა  „Agriteq 2023“ გაიხსნა. საერთაშორისო გამოფენაზე  საქართველოს  სტენდზე 14 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები