ზაფხულის აქტიური სეზონის შემდეგ ,,მეღვინეობა რტონი" მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს შემოდგომაზეც სთავაზობს. ამ ეტაპზეც საკმაოდ სტაბილურია მოთხოვნა სარესტორნო მიმართულებაზე. უნიკალური ავთენტური კერძები, საოცარი ბუნება და მომსახურების მაღალი ხარისხი - სამი მთავარი ფაქტორია, რითაც ,,რტონი" სტუმრებს გვიანი შემოდგომის პერიოდშიც იზიდავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავშირებით Business Insider Georgia-თან კომპანია ,,რტონის“ დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე საუბრობს.
,,მეღვინეობა ,,რტონი" ცნობილია როგორც პრემიუმ ხარისხის ღვინოებით, ასევე დეგუსტაციებითაც. რაც შეეხება სარესტორნო მიმართულებას, მომხმარებლების 70%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ. რესტორნის მენიუში ძირითად ადგილს იკავებს ძველი აღდგენილი რეცეპტურა, რომელიც ღვინოსთან შევახამეთ და მომხმარებლის დიდი მოწონებით სარგებლობს. ნოემბრის ბოლოდან უკვე წინასწარ შეკვეთებზე ვიწყებთ მუშაობას. რესტორანი წლის ყველა სეზონზე ჩვეულებრივ ღიაა და ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს. მდიდარი კულინარია, ბუნება და ხარისხი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც მთავარი მიზეზია, მომხმარებელმა უყოყმანოდ გააკეთოს არჩევანი", - ამბობს გიორგი სხირტლაძე.
გარდა ამისა, ,,მეღვინეობა ,,რტონი" ინტენსიურად მასპინძლობს უცხოურ დელეგაციებს, რომლის შემადგენლობაშიც ჟურნალისტები და გამოჩენილი შეფები არიან.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი