დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას გულისხმობს საგურამო რეზიდენსის კონცეფცია

რას გულისხმობს საგურამო რეზიდენსის კონცეფცია

05-11-2023 15:20:26

სამშენებლო კომპანია ,,საგურამო რეზიდენსი“ საგურამოში ელიტურ დასახლებაში მდებარეობს. კომპანიის პრინციპია, სახლები არ მიჰყიდოს და არ გააქირაოს უცხოელებზე.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი დავით პერტაია Busness Insider Georgia - თან ამბობს, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეზობლობის ტრადიციის აღდგენას და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რაც დღესდღეობით დიდი პრობლემაა.

,,უამრავი მაგალითია, როცა ადამიანები ერთ კომპლექსში ცხოვრობენ და ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთ.  მეზობლური კავშირები დაიკარგა. ხალხი ერთმანეთს არ იცნობს. ხშირ შემთხვევაში პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ ბევრი მობინადრე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ჩვენს ტრადიციას  არ იცნობს. ჩვენი პოზიცია არ უნდა მიიღოთ ისე, თითქოს ადამიანებს ეროვნების მიხედვით ვარჩევთ. ნამდვილად  არავის მიმართ არ გვაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ამ კამპანიით გვინდა მეზობლობის ტრადიციის აღდგენას შევუწყოთ ხელი. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ ქართულ გარემოში,  ეროვნულ ფესვებს ვუფრთხილდებით. ეს არის მთელი პროექტის მიზანი - შეიკრას ისეთი უბანი, სადაც საქარვთველოს მოქალაქეები იცხოვრებენ. ხელშეკრულებაში ჩადებული გვაქვს შეზღუდვა გაქირავებასთან დაკავშირებით, რომ უცხოელებზე არ გაქირავდეს, არამედ უნდა მოუარონ ეზოს, სამეზობლოს და საერთო ინტერესები დაიცვან“, - აცხადებს დავით პერტაია.

სახლებს ექნება ინდივიდუალურად დაყოფილი ეზოები ფართით 5002+ .

ამ ეტაპზე 8 სახლიდან გაყიდულია 7 , რომლის ახალი მეპატრონეები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

როგორც დავით პერტაია ამბობს, პროექტის მიმართ დიდი ინტერესია იქიდან გამომდინარე, რომ  მშენებლობის ხარისხი მაღალია. ასევე მომხმარებელს მოსწონს მიდგომა, რომ სახლებში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ და უცხოელებზე არ გაქირავდება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები