დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამე თუ უკანონო იყო გამოჩნდება, მოხდება შესაბამისი რეაგირება - მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული წიწამურთან მდებარე მაგისტრალური წყალსადენთან ნარჩენების დაყრაზე

რამე თუ უკანონო იყო გამოჩნდება, მოხდება შესაბამისი რეაგირება - მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული წიწამურთან მდებარე მაგისტრალური წყალსადენთან ნარჩენების დაყრაზე

20-06-2024 13:50:00

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დავით ნოზაძე გამოეხმაურა კომპანია GWP-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ  წიწამურთან მდებარე მაგისტრალური წყალსადენთან კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი, რაც იწყებს ჩამოშლას და წყალსადენზე ავარიის აღმოფხვრის პროცესს აფერხებს.

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ის რეგიონში საქმიანობს ამ ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრა არ მომხდარა.

„რაც შეეხება ნარჩენების დაყრას, აქ უკვე შესაბამის უწყებებს ჰქონდათ რეაგირება გამოხატული. რაც მე ვმუშაობ რეგიონში, მანდ არ მომხდარა დაყრა, თუ მოხდა ეს ყველაფერი გაირკვევა. რაც შეეხება ძველ დაყრილ ნარჩენებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუ რამე იყო უკანონო, გამოჩნდება და იქნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა დავით ნოზაძემ.~

მისი თქმით, კომპანია GWP-ი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ მილსადენის შეკეთება დათქმულ ვადებში დაასრულოს.

„კომპანია GWP-ის მილსადენთან დაკავშირებით, ვიცით რომ შეიქმნა მნიშვნელოვანი პრობლემა და დაზიანება მოხდა.  გუშინ კომპანიის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, 24 საათის განმავლობაში. გაჟღერდა, რომ 6-დან 7- დღემდე დასჭირდებოდა სამუშაოების დასრულებას, ამ დროის მონაცემებით, არ ველოდებით სხვა ექსცესებსა და სირთულეების გამოჩენას“,- განაცხადა მცხეთა-მთანეთის რწმუნებულმა.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი 16 ივნისს ავარიულად დაზიანდა. როგორც GWP-ში აცხადებენ დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ შემცირდა და ნაცვლად 110,000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული აქვს 58,351 აბონენტს.

სოფელ წიწამურთან  GWP-ის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები