ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 646 056 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 455 884 ათასი ლარია.
2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 918 675 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 501 579 ათას ლარს უდრიდა.
მიმდინარე წლის ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 233 404 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22 336 401 ათასი ლარია.
2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 148 332 ათასი დოლარია, ანუ 16 679 811 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB),
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB),
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB),
რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს