დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია მთავრობის საშინაო ვალი

რამდენია მთავრობის საშინაო ვალი

16-02-2024 16:00:00

წლიურ ჭრილში მთავრობის საშინაო ვალი ზრდას აჩვენებს, ხოლო წინა თვესთან შედარებით კლებას.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის მთავრობის საშინაო ვალი 8 392 071 400 ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით 2%-იანი კლებაა, ხოლო 2023 წლის იანვრის ბოლოს არსებულ მაჩვენებლებთან 19%-იანი ზრდა. 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით მთავრობის საშინაო ვალის მოცულობა 7 054 722 300 ლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8 606 312 500 ლარს.

მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით კი მთავრობის საშინაო ვალში სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი 97%-ი იყო, საუბარია სულ 8 128 923 700 ლარზე.

უფრო კონკრეტულად

სახაზინო ფასიანი ქაღალდები - 8 128 923 700 ლარი.

  • სახაზინო ვალდებულებები (1 წლამდე ვადის მქონე) - 381 946 600 ლარი,
  • სახაზინო ობლიგაციები (1 წელზე მეტი ვადის მქონე) - 7 746 977 100 ლარი.

სხვა ფასიანი ქაღალდები - 232 846 000 ლარი,

  • ობლიგაცია სებ-ისთვის - 80 846 000 ლარი,
  • ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის - 152 000 000 ლარი,

საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი * - 30 301 700 ლარი.

* საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალის ოდენობაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გათვალისწინებულია სამთავრობო სექტორისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სესხის სახით არსებული ვალი 2022 წლის დეკემბრიდან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები