დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი სტუდენტი გაემგზავრა საქართველოდან 2022-2023 სასწავლო წელს უცხოეთში სასწავლებლად

რამდენი სტუდენტი გაემგზავრა საქართველოდან 2022-2023 სასწავლო წელს უცხოეთში სასწავლებლად

20-06-2023 11:15:39

სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნისა და საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა მზარდია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში საზღვარგარეთ 49%-ით მეტი სტუდენტი გაიგზავნა, ვიდრე 2021-2022 სასწავლის წლის დასაწყისში.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად სულ 484  სტუდენტი გაიგზავნა, საიდანაც  342  სახელმწიფო უმაღლესი სასწავლების სტუდენტი იყო, ხოლო 142 სტუდენტი კერძო უმაღლესი სასწავლების სტუდენტი.

რაც შეეხება 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყის საზღვარგარეთ 723‬ სტუდენტი გაიგზავნა, საიდანაც 524 სახელმწიფო, ხოლო 199 კერო უმაღლესი სასწავლების სტუდენტი იყო.

რაც შეეხება უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობას საქართველოში, ის საზღვარგარეთ გაგზავნილ სტუდენტების რაოდენობაზე გაცილებით მაღალია.

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში საზღვარგარეთიდან საქართველოში სასწავლებლად 43%-ით მეტი სტუდენტი ჩამოვიდა, ვიდრე 2021-2022 სასწავლის წლის დასაწყისში.

2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში საზღვარგარეთიდან 17 501 სტუდენტი ჩამოვიდა, საიდანაც 5 347 სტუდენტი სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღო, ხოლო 12 154 სტუდენტი კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა.

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში უცხოეთიდან საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად 25 069 სტუდენტი ჩამოვიდა, საიდანაც 6 355 სტუდენტი სახელმწიფო, ხოლო 18 714 სტუდენტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები