2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 330 ლარი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 1200 ლარამდეა, სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება, ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700, 1800 ლარი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი დაბალი და შესაფერისი არ იყოს.
„ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მეგობრებო. 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება.
წელს უკვე, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები მასწავლებლებისთვის.
საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. 500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700 , 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი. ეს შედარებისთვის,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა