დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ადამიანი იღებს საქართველოში პენსიას - 2024 წლის სტატისტიკა

რამდენი ადამიანი იღებს საქართველოში პენსიას - 2024 წლის სტატისტიკა

10-02-2025 11:27:00

2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.5 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი - იმერეთში, 10.3 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.6 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.3 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს - ომის მონაწილეები, 11.3 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5 პროცენტი თბილისშია, 15.9 პროცენტი იმერეთში, 12.1 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.4 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1 პროცენტია.

2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 128.6 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები